ჩვენს შესახებ

უცხო ქვეყნის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კამპუსების, წარმომადგენლობების,საინფორმაციო,სასერთიფიკაციო სადოკუმენტაციო ცენტრების გახსნა საქართველოსა და ამიერკავკასიაში. მათი პოპულარიზაცია და პროფსაორიენტაციო მოსამზადებელი, დისტანციური სასწავლო-მეთოდური საქმიანობის განხორციელება, ტრენინგებისა და კონსულტაციების,მასტერკლასების ჩატარება უზრუნველყოფა;

აკადემიის მიზნები

  • საზოგადოების შექმნის ძირითადი მიზანია: უცხო ქვეყნის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელთა პოპულარიზაცია, ახალი და მოთხოვნადი პროფესიების და სპეციალობათა ასათვისებლად, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მხცოვრები ახალგაზრდობის განათლების სრულყოფის საკითხებში, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა პოზიციონირების მიზნით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში;

  • უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მსურველ პირთა მსოფლიო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა და დოკუმენტების მომზადება მათ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, უნივერსიტეტის წესდებისა და ნორმატიული აქტებისა და დებულებების გათვალისწინებით; ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში, დოქტორანტურაშსა და რეზიდენტურაში;

  • საერთაშორისო კავშირების დამყარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებში ჩართულობისა და მონაწილეობის მიზნით;

  • სასერთიფიკაციო კურსების გახსნა;