ხშირად დასმული კიტხვები

რატომ არ  ბარდება თქვენთან ერთიანი ეროვნული გამოცდები ?

საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ არეგულირებს აკრედიტებულ სასწავლებლებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე (თავი VIII  მუხლი მე 3-ე ა), ბ) და  მე-4ე პუნქტი). იგივე რეგულაცია მოქმედებს უცხო ქვეყნების აკრედიტებულ უნივერსიტეტებში არარეზიდენტ მოქალაქეების ჩარიცხვაზე.
საქართველოს მოქალაქეები ითვლებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებად და შესაბამისად, უკრაინის სახელმწიფო აკრედიტებულ უნივერსიტეტებში ირიცხებიან  ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.


რამდენი უკრაინული უნივერსიტეტია თქვენი პარტნიორი?

ევროპული განათლების აკადემიას  პარტნიორულ თანამშრომლობაზე  ხელშეკრულებაექსკლუზიურად გაფორმებული აქცვს უკრაინის წამყვან სახელმწიფო და კერძო IV დონის აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტებთან:

  • ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტი;
  • სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საერთაშორისო პუმანიტარულ ეკონომიკური უნივერსიტეტი
  • ა.ს.მაკარენკოს სახელობის სუმის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი;

ზაპოროჟიეს ეკონომიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების  ინსტიტუტი.


აქვს თუ არა ძალა უკრაინულ დიპლომებს საქართველოში?

სახელმწიფოების აკრედიტებული უნივერსიტეტების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ანუ დიპლომი. ამ დიპლომებს ისეთივე ძალა აქვს, როგორც საქართველოს და ევროპული ქვეყნების   აკრედიტებული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის დიპლომებს (იხ. მინისტრის ბრძანება  21.07.2010.   #3528)

საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ (თავი VII მუხლი 49, მე 5 – ე პუნქტი. ასევე იხ. მინისტრის ბრძანება 7.042009 # 1161). უცხოეთში   მიღებული განათლების აღიარება ხორციელდება კანონმდებლობის სრული დაცვით (მუხლი 50)


შემეძლება თუ არა სახელმწიფო სამსახურის დაწყება უკრაინული დიპლომით?

რათქმაუნდა,  შეგიძლიათ,  ვინაიდან კურსდამთავრებულის დიპლომებს ცნობს და აღიარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლისა და დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების ლეგალიზაციის შემდეგ (იხ.  მინისტრის ბრძანება  (21.07.2010.  #3528))


რა ენაზე წარმოებს სწავლება თქვენთან?

ზემოთხსენებულ სასწავლებლებში აკადემიის მიერ ორგანიზებულ სასწავლო – მეთოდური კონსულტაციები, მათი სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შესაბამისად მიმდინარეობს რუსულ და ინგლისურ ენებზე. ესაა ერთადერთი კანონიერი გზა არჩეული სპეციალობების ასათვისებლად. სხვა ენაზე, კონკრეტულად  ქართულ ენაზე, დაუშვებელია სასწავლო-საკონსულტაციო საქმიანობის წარმართვა.


რამდენი წელი გრძელდება სწავლა?

უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ბაკალავრიატში სწავლა ოთხ წლიანია – 240 კრედიტი; მეორე საფეხურზე მაგისტრატურაში – ორი წელი – 120 კრედიტი; მესამე საფეხურზე დოქტორანტურაში – სამი წელი – 180 კრედიტი.


ვინ არიან პროფესორ-მასწავლებლები?

უკრაინის წამყვანი უნივერსიტეტების პრესტიჟიდან გამომდინარე და მათი მოთხოვნის საფუძველზე, სასწავლო მეთოდურ კონსულტაციებს წარუძღვებიან მეცნიერებათა დოქტორები, მეცნიერებათა კანდიდატები, აკადემიური დოქტორები, სრული და ასოცირებული პროფესორ – მასწავლებელთა დახელოვნებური გუნდი.


რამდენჯერ მომიწევს უკრაინაში გამგზავრება?

უკრინის კანონი უმაღლესი განათლების შესახებ ჩარიცხულ სტუდენტს ავალდებულებს ყოველი წლის ბოლოს ორკვირიან სესიებს დაესწრონ მათ მიერ არჩეულ უნივერსიტეტებში და ჩააბარონ კურსის დასახური გამოცდები.


აუცილებელია თუ არა წელიწადში ერთხელ უკრაინაში გამგზავრება?

ეს აუცილებელი წინაპირობაა ლეგალიზაციისა და დიპლომების აღიარებისათვის. ამ პროცედურის უგულებელყოფა გამოიწვევს დიპლომების არაღიარებას.


გაქვთ თუ არა უმაღლესი სასწავლებლის აკრედიტაცია?

ბუნებრივია, ეს უნივერსიტეტები წარმოადგენენ აკრედიტებულ სასწავლებლებს.

 

  • ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტი ლიცენზია №285106 სერია AE; აკრედიტაცია №1159029 სერია рд – IV;
  • საერთაშორისო პუმანიტარულ ეკონომიკური უნივერსიტერი ლიცენზია № 52 7445 სერია AE აკრედიტაცია рд – IV
  • სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიცენზია №270230 სერია, აკრედიტაცია№1949028 სერია PD-IV
  • ზაპოროჟიეს ეკონომიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი ლიცენზია №270577 სერია AE აკრედიტაცია№0855187 სერია РД-IV
  • ა.ს. მაკარენკოს სახელობის სუმის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი ლიცენზია №270952 სერია AE; აკრედიტაცია №1920108 სერია РД- IV

სად გავივლი პრაქტიკას?

წინასადიპლომო პრაქტიკა, დიპლომის დაცვა და გამოცდების ჩაბარება იწაროებს:

  • შევჩენკოს სახელობის კიევის ნაცონალურ უნივერსიტეტში
  • საერთაშორისო ჰუმანიტარულ ეკონომიკური უნივერსიტეტი
  • სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
  • ა.ს. მაკარენკოს სახელობის სუმის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში
  • ზაპოროჟიეს ეკონომიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტში


არის თუ არა თქვენთან წარჩინებული სტუდენტის წახალისების პრაქტიკა?

აკადემია გეგმავს საუკეთესო სტუდენტებისათვის შექმნას შესაბამისი ფონდი, რომელიც წაახალისებს მათ მიღწევებს საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობაში.


შემიძლია თუ არა მოვიპოვო გრანტი?

აკადემიაში ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რათა პირველი კურსის დახურვის შემდეგ წარჩინებულ სტუდენტებს მისცეს 30 % – იანი, 50 %-იანი თანადაფინანსება.


შესაძლებელია თუ არა განაცხადის ელექტრონულად შემოტანა?

აკადემიის ვებ-გვერდზე თავისუფლად შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია www.eeacademy.ge


რა პროგრამით მიმდინარეობს სწავლება?

ევროპული განათლების აკადემია, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია სასწავლო მეთოდურ კონსულტაციებს აწარმოებს პარტნიორი უნივერსიტეტების პროგრამებით.